შოტლანდია დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმისათვის ემზადება

შოტლანდია დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმისათვის ემზადება

8შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერდჟენმა განაცხადა, რომ შოტლანდიის მთავრობა დიდი ბრიტანეთიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის საკანონმდებლო ბაზის მომზადებას შეუდგება.
გასულ კვირას მან, ასევე, განაცხადა, რომ ქვეყანაში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არ ჩატარდება.
ადრე სტერდჯენმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის შედეგები, რომელიც ივლისში ჩატარდა, შოტლანდიის ევროკავშირიდან ავტომატურ გასვლას ნიშნავს, რაც ქვეყნის მოსახლეობის აზრს არ ემთხვევა.
2014 წლის სექტემბერში შოტლანდიამ უკვე ჩაატარა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი. მაშინ, მოსახლეობის 55%-მა დიდ ბრიტანეთში დარჩენა არჩია.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 8 სექტემბერს გაიმართება
შემდეგი სტატიაThe Wall Street Journal: აშშ-მ ირანში 1,7 მილიარდი დოლარით დატვირთული თვითმფრინავები საიდუმლოდ გააგზავნა