შოტლანდია 2021 წლამდე დამოუკიდებლობის შესახებ ახალ რეფერენდუმს გეგმავს

შოტლანდიის მთავრობა უახლოეს დროში წარადგენს კანონპროექტს 2021 წლამდე, რომელიც ეხება დიდი ბრიტანეთიდან დამოუკიდებლობის ახალი რეფერენდუმის ჩატარებას – ამის შესახებ შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჟენმა 24 აპრილს ედინბურგში პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. თუკი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავა, “ბრექსიტსა” და შოტლანდიის მომავალს, როგორც დამოუკიდებელ ევროპულ ერს შორის არჩევანი უნდა გაკეთდეს 2021 წლის მაისამდე – სტერჟენმა თქვა – წერს “დოიჩე ველე”.

პირველ რეფერენდუმზე, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, შოტლანდიელების 55%-მა ბრიტანეთში დარჩენა ისურვა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში პირველად აღნიშნეს სომხების გენოციდისას დაღუპულთა ხსოვნის დღე
შემდეგი სტატიამოქალაქეებისთვის, რომლებიც სააღდგომოდ ქალაქიდან გადიან “ყაზტრანსგაზი” განცხადებას ავრცელებს