შოთაძის ინფორმაციით, საქართველოში დააკავეს იტალიის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, რომელიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა

საქართველოში წითელი ცირკულარით ძებნილი იტალიის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი დააკავეს, – ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად დაკავებული პირი საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

„იტალიის კომპეტენტური ორგანოების შესაბამისი მოთხოვნით, ხსენებული პირი იმყოფება საექსტრადიციო პატიმრობაში. ექსტრადიციის პროცედურები დასრულებულია, მიღებულია მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება იტალიაში და უახლოეს მომავალში მოხდება მისი ექსტრადირება. ბრალდებაა იტალიურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულებებში მონაწილეობა იტალიის ტერიტორიაზე. საუბარია იტალიის ტერიტორიაზე მოქმედ ცნობილ დანაშაულებრივ დაჯგუფებაზე. იძებნებოდა წითელი ცირკულარით. იტალიელია“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშიIDF – გასულ დღეს “ჰამასის” 400 სამიზნეს დაარტყეს
შემდეგი სტატიაკატარის ემირი – ისრაელს უპირობო მკვლელობებისთვის მწვანე შუქი არ უნდა აენთოს