შოთაძე არ გამორიცხავს, რომ 14 წლის გოგონას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულთა წრე გაიზარდოს

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, არ გამორიცხავს, რომ საგარეჯოში 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. ამის შესახებ შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„უდიდესი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მსგავსი დანაშაული მოხდა. ჩვენი რეაგირება იყო უმკაცრესი, რაც საზოგადოებამ ნახა. ყველა პირი, მათ შორის გარდაცვლილის დედა და ბიძა, რომლებიც მონაწილეობდნენ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და სხვა ქმედებებში, მიცემული არიან პასუხისგებაში, პატიმრობაში იმყოფებიან. ჩვენი მიდგომა იქნება უმკაცრესი. მინდა მივმართო მათ, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, პროკურატურა არის მათ გვერდით. ჩვენ უსწრაფეს რეაგირებას მოვახდენთ და ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით. ვერ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდოს“, – განაცხადა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშიშოთაძე – შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდგომ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება