შოთაძე – 2019 წელს სალომე ზურაბიშვილის მიერ კონკრეტული პირების შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონკრეტული პირების შეწყალების საქმეზე გამოძიება გრძელდება.

როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია.

„ამ ფაქტზე გამოძიება გრძელდება. მოქმედი პრეზიდენტის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით შეზღუდულია. პრეზიდენტზე იმუნიტეტი ვრცელდება. მასზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება შესაძლებელია იმპიჩმენტის შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაასასტურა სისხლის სამართლებრივი დანაშაული ან კონსტიტუციის დარღვევა. გამოძიება გრძელდება, რომელიც დაწყებულია რამდენიმე წლის წინ საჯაროდ გავრცელებულ გარემოებებზე შესაძლო დანაშაულების ფაქტზე“, – განაცხადა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით ტექნოლოგიური ღონისძიება Agile Summit გაიმართება
შემდეგი სტატიაისრაელის მედია – ისრაელის დიპლომატმა რუსეთის ელჩთან უკმაყოფილება გამოხატა იმ როლის გამო, რასაც რუსეთი თამაშობს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში