შოთა უტიაშვილი პროკურატურას „რუსების ყმას“ უწოდებს

utiash„შემიძლია,საქართველოს პროკურატურას 10 რუსი ოფიცრის გვარივუთხრა, რომელმაც დაგეგმა და განახორციელა საქართველოში მკვლელობები, ტერორისტული აქტები და ა.შ.,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, შოტა უტიაშვლი წერს.
აქვე, უტიაშვილი რიტორიკულად კითხულობს: „პროკურატურამ რომ აიღოს, ეს საქმეები მოსკოვში გააგზავნოს და რუსი ოფიცრებისთვის, ეჭვმიუტანელი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალის წაყენება მოითხოვოს, როგორ გგონიათ, რუსები ჩვენს პროკურორებს სად გააგზავნიან?“
უტიაშვილი საქართველოს პროკურატურას რუსების „ყურმოჭრილ ყმას“ უწოდებს და ამ ნათქვამს შემდეგნაირად საბაუთებს: „იმის ნაცვლად, რომ ყველაზე ცნობილ რუსულ მისამართზე გაეგზავნა, საქართველოს პროკურატურა მოიქცა, როგორც რუსების ყურმოჭრილი ყმა და ქართველ ოფიცერს (როგორიც უნდა იყოს ის) ბრალი წაუყენა. იმას, რაც დღეს საქართველოს პროკურატურამ და სუს-მა გააკეთეს ძალიან მოკლე და ნათელი სახელი ჰქვია: სამშობლოს ღალატი.“
უტიაშვილმა ეს სტატუსი სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მეგის ქარდავას გენერალ დუმბაძის მკვლელობის შეკვეთაზე ბრალი წაუყენეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მრავალფეროვანი და პოლარიზებულია
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილის მორიგ ბრალდებას გორის მერია პასუხობს