შოთა შალელაშვილი: ვალდებულნი ვართ აქტიურად ჩავერთოთ მომაკვდინებელი სენის წინააღმდეგ ბრძოლაში

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 9, 2018 00:24

შოთა შალელაშვილი: ვალდებულნი ვართ აქტიურად ჩავერთოთ მომაკვდინებელი სენის წინააღმდეგ ბრძოლაში

მნიშვნელოვანი

  • შოთა შალელაშვილი: ვალდებულნი ვართ აქტიურად ჩავერთოთ მომაკვდინებელი სენის წინააღმდეგ ბრძოლაში

სხვა სტატიები

“დღეს ქართული სახელმწიფო და საზოგადოება დგას ურთულესი გამოწვევის, კერძოდ, მომაკვდინებელი სენის – ნარკომანიის და ნარკოვაჭრობის წინაშე. ამ დროს მიუღებელი და დასანანია პასუხისმგებლობის სხვადასხვა ჯგუფებზე გადაკისრება, რადგან ეს პრობლემა ატარებს საერთო-საყოველთაო ხასიათს და იგი ერთიანად გვაზარალებს ყველას, როგორც ხელისუფლებას ისე ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალას თუ ჯგუფს.
შემზარავია, როცა ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდა ადამიანების გულს აჩერებს ნარკოტიკული ნივთიერებები, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტია საჭირო ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის და ამასთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მთელი საზოგადოება და სახელმწიფო ინსტიტუციები გახდეს პარტნიორი და სოლიდარული ამ ბრძოლაში. წლების მანძილზე, მე აქტიურად ვეცნობი შს სამინისტროს საქმიანობას ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ. ჩემთვის ცნობილია, რომ მათი ძალისხმევით შეზღუდულ იქნა ბევრ საიტზე წვდომა, რომლითაც ხელმისაწვდომი ხდებოდა ნარკოტიკების რეალიზაცია, თუმცა მოგეხსენებათ ბოროტმოქმედთა ცდუნების მასშტაბები, ისინი ინსტიტუციების ბრძოლის კვალდაკვალ, სხვადასხვა გზით მაინც ახერხებენ თავიანთი კანონგარეშე მიზნების სისრულეში მოყვანას.
დრო არ ითმენს და პარლამენტის დეპუტაცია, როგორც ხალხის ნდობით და მანდატით აღჭურვილი უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო უფლებამოსილების მქონე პირები, ვალდებულნი ვართ აქტიურად ჩავერთოთ ამ მომაკვდინებელი სენის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვფიქრობ, კანონმდებლობით და პარლამენტის რეგლამენტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი მიზნების აღსრულებისთვის, პარლამენტში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების ვადაში, ეფექტურ კონტროლს გაუწევს ნარკომანიისა და ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ ბრძოლას, რაც საბოლოო ჯამში დაგვეხმარება შევქმნათ ახლებური დახვეწილი და ზუსტი კონცეფცია.
მიმაჩნია, რომ 1 წლიანი უფლებამოსილების ვადით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის, ანალიზის და დაგროვილი ინფორმაციის შესწავლის გზით, კანონმდებლები, უკვე დასაბუთებულად და გააზრებულად ვიმსჯელებთ ნარკოპოლიტიკის გადახედვასთან დაკავშირებით. ამ დროში ჩვენ შევძლებთ ჩამოვაყალიბოთ ახალი კონცეფცია – საქართველოს ეროვნული სტრატეგია ნარკომანიისა და ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ და დაცული ვიქნებით, რათა არ დავუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა და არ მივიღოთ იმ ტიპის საკანონმდებლო გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს საზოგადოებას და გენოფონდს,“-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერსზე შოთა შალელაშვილი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 9, 2018 00:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,029
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics