შოთა შალელაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

“სიმართლე გითხრათ, მე ვერ ვხედავ პოლიტიკურ ძალებს შორის მორიგი რაუნდის გამართვის საჭიროებას, მითუმეტეს მოცემულ რეჟიმში, როცა ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია და მათ ამ პოზიციებს უკვე ზურგს უმაგრებს ქვეყნის პარტნიორებიც. რაუნდის ფორმატში დაბრუნებაზე აპელირება არ იძლევა იმედისმომცემ პერსპექტივებს, თუკი ორივე მხარე რჩება პირვანდელ პოზიციაზე მისი გამართვა შორდება ძირითად ფუნქციას.

აქედან გამომდინარე, ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით, მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, ნუ დაკარგავენ დროს რაუნდის გამართვის ნაწილში და თავად მიიღონ გადაწყვეტილება ცალმხრივად, მას ეს შეუძლია თავის ძალებით, ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე, პროცესის ჩიხიდან გამოსაყვანად. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას ისიც, რომ შემოთავაზებული პროპორცია 100 / 50 -ზე მეტ-ნაკლებად წარმოადგენს კომპრომისულ ვარიანტს.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც 100/50-ზე პროპორციით მმართველი ძალის მიერ ინიცირებული ცვლილება ჩაითვლება ხელისუფლების კომპრომისულ ვერსიად და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ნდობის აღდგენისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად, რომელსაც ჩემი ღრმა რწმენით აუცილებლად მოყვება კრიტიკულად განწყობილი საერთაშორისო საზოგადოების შერბილებული შეფასებები.

ამით ხელისუფლება გაამჟღავნებს კეთილ ნებას ვითარების შერბილებისათვის, რითაც შეამცირებს დაძაბულობას საზოგადოებაში. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ვერ იქნება მოლაპარაკებების მამუხრუჭებელი ძალა, რაც ნაწილობრივ შეამსუბუქებს ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხრიდან კრიტიკას და მას წარმოაჩენს ძალად რომელიც ისწრაფვის მწვავე პოლიტიკურ ვითარების განეიტრალებისკენ, საბოლოო ჯამში ეს მოგვცემს საშუალებას არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში”,-წერს შოთა შალელაშვილი ” ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია: პაციენტების ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით მათ კორონავირუსი არ აქვთ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა