შოთა შალელაშვილი: ამ ეტაპზე საქართველოში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია დაუშვებელია

დეპუტატ შოთა შალელაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია დაუშვებელია.

დეპუტატის თქმით, საკითხი სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს, რისთვისაც ფიქრობს, რომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო ჯგუფი შსს-ს მონაწილეობით.

“ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს შესწავლილი ძირფესვიანად, ერთი თვის განმავლობაში თუ ჩვენ შევქმნით საპარლამენტო ჯგუფს, რომელიც ძირფესვიანად შეისწავლის ამ საკითხს, შეიძლება ამ თემას დავუბრუნდეთ. ვფიქრობ, ნაადრევია ჩვენი საზოგადოებისთვის ლეგალიზაციის დაშვება. პარლამენტი პროცესში აქციის პირველივე დღეს უნდა ჩართულიყო და შს მინისტრს არ უნდა გახდომოდა ბოდიშის მოსახდელად საქმე. პარლამენტის ეგიდით შეიძლებოდა აქციის ორგანიზატორების მოწვევა და საკითხზე მსჯელობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბატონმა გახარიამ უმაღლესი ხარისხის ლიდერის სახე აჩვენა, ეს იყო ღირსეული ნაბიჯი, რომელმაც საზოგადოება გადაარჩინა”, – განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, რადგან აქციები იყო ამის გამო სიჩქარე და კანონის მიღება ყოვლად დაუშვებელია, საკითხს სიღრმისეულად გაანალიზება და შესწავლა სჭირდება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: მიმდინარე წელი ივანიშვილის მმართველობის დასრულების წელია
შემდეგი სტატიასამი კვირის ანალიზმა აჩვენა, კლუბებიდან სასწრაფო დახმარების გამოძახების ფაქტები გახშირდა