შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა.

„მარნეულშიც დადასტურდა კიდევ ერთი ფაქტი. გახსოვთ სოფელი მარადისი, სადაც ოჯახში იყო გავრცელების ორი ფაქტი. იქ, იმავე ოჯახში, დაემატა ერთი ფაქტი. ეს ოჯახი იყო სრულად თვითიზოლაციაში, ანუ იქაც გავრცელების არეალი არის შეზღუდული. მთლიანად მარადისი საკარანტინო სივრცეში არ იყო, მაგრამ მკაცრი იზოლაცია იყო ჩვენგან გაკონტროლებული და მათ შორის, პოლიციური ეკიპაჟით,“- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება რუსთავს, რეხვიაშვილის განმარტებით, ქალაქში ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ინფიცირებული ორი ადამიანის გამოჯანმრთელებას კი უახლოეს პერიოდში ელიან.

„რუსთავში შემთხვევების რაოდენობა არ მომატებულა. რუსთავში რჩება ორი ადამიანი, რომელსაც აქვს მინიმალურ დონეზე დაავადების ნარჩენები და შეიძლება ცოტახანში ვთქვათ, რომ რუსთავში სრულად გვექნება გამოჯანმრთელების შემთხვევები,“-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ამასთანავე სახელმწიფო რწმუნებულის ცნობით, ქვემო ქართლში კარანტინში 240, თვითიზოლაციაში კი 300-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ, ირანს გადაასწრო
შემდეგი სტატიაეს იქნება კორუფციისა და ნეპოტიზმის წყარო-ბოკერია ანტიკრიზისულ გეგმაზე