შოთა რეხვიაშვილი:აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩება ეს კიტრი

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში შეკრებილებს მიმართა, სადაც პროდუქციის ჩაბარებისას მოსახლეობა სოციალური დისტანციას არ იცავს.

„აქ დაავადების გავრცელებაა და უკან დაგვრჩება ეს კიტრი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა. მისი თქმით, ხვალიდან პროცესი უფრო ორგანიზებული იქნება, რადგან ჩამბარებელი ოჯახების სია შეიქმნება.

„უბრალოდ ვხედავთ აქ სხვა ძალიან ბევრ დარღვევებს, რაც დაავადების გავრცელებასთან დაკავშირებით და პრევენციასთან მიმართებით არის დაუშვებელი. უნდა გავწეროთ ჩვენ ამ ოჯახების სია, ვისაც ეცოდინებათ დღეს, ხვალ, ზეგ, რა რიგითობით იქნებიან, რომ აქ მთელმა სოფელმა არ იაროს და დისტანცირება არ დაგვრჩეს დაუცველი. ეს არის მთავარი გამოწვევა და მე მაქსიმუმს გავაკეთებ დღეიდან, რომ ეს პროცესები უფრო მეტად გამართული იყოს. დღეს რაც ხდება, იგივე რაც ხდებოდა გუშინ, არის ძალიან საგანგაშო, პროდუქცია კი გადის, მაგრამ ეპიდემიასთან ბრძოლის მიმართულებით ყველაფერი დარღვეულია“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

აღმამედლოში შეკრებილ მოქალაქეებს, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პირბადეებს ურიგებენ.

banner
წინა სტატიაშითბილისთან მოსაზღვრე დასახლებების მცხოვრებლებს დედაქალაქის რაიონების გამგებლები ეხმარებიან
შემდეგი სტატიასოხუმში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა