შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 19 წლის ორსულს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, საველე ჰოსპიტალში 17 ადამიანია განთავსებული.

როგორც შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, გუშინ საველე ჰოსპიტალში იყვნენ დედა-შვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტ ქვემო ბოლნისიდან, რომელთაც დღეს დაუდასტურდათ კორონავირუსი.

„ერთი ქალბატონი არის 19 წლის ორსული. გადაყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ესენი არიან ოჯახის წევრები და ოთხივე ფაქტი, რაც უკვე დადასტურდა არიან პირველ ფაქტთან დადასტურებული აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორიით და კონტაქტებით. ქვემო ბოლნისი დიდი დასახლებაა აქ 11 ათასი ადგილობრივია. მათ უნდათ შესაბამისი რეჟიმით მართვა, რომ არ მოაკლდეთ მედიკამენტები, პროდუქტი. „ლიბერთი ბანკის“ ორი სატრანსპორტო საშუალება უკვე გადავიდა ბლოკ პოსტზე. ერთი მიემართება ქვემო ბოლნისში, რომ შესაბამისი სტანდარტების დაცვით მოსახლეობამ მიიღოს ფულადი სახსრები. ყველა ზომა მიღებულია და ეს ეტაპობრივად იქნება უზრუნველყოფილი პროდუქტებით. რაიმე სახის კრიზისი და დეფიციტი არ შეიქმნება“, – განაცხადა რეხვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : კვირის ბოლოს რუხის კლინიკა 100 პაციენტის მიღებას შეძლებს
შემდეგი სტატიაფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა