შოთა ქემოკლიძე პროტესტის ნიშნად შიმშილობს

შოთა ქემოკლიძე, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს და მას ცივი იარაღის ტარებას ედავებიან, პროტესტის ნიშნად შიმშილობს და სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებს.

მისი უფლებადამცველის ლედი ტუკვაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართალდამცველები ხშირად ავიწროებდნენ და მას ან ქვეყნის დატოვებას და ან პოლიციასთან თანამშრომლობას სთავაზობდნენ.

ადვოკატის თქმით, ქემოკლიძემ ორივე შეთავაზებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მას დაჰპირდნენ, რომ პრობლემებს შეუქმნიდნენ.

ტუკვაძის განცხადებით, საქმის ოქმში წერია, რომ შოთა ქემოკლიძეს დანა ქურთუკის შიდა მარცხენა ჯიბეში ჰქონდა, თუმცა აღნიშნულ ქურთუკს შიდა ჯიბე საერთოდ არ აქვს, ეს კი მიუთითებს იმას, რომ სამართალდამცველებმა მის დაცვის ქვეშ მყოფს დანა ჩაუდეს და საქის ოქმი არასწორად შეავსეს.

შეგახსენებთ, რომ შოთა ქემოკლიძე სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს. გამოძიება მას ცივი იარაღის ტარებას ედავება. ქემოკლიძემ პროტესტის ნიშნად დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანისას თვითდაზიანებები მიიყენა და მკურნალობაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, ქემოკლიძის სასამართლო პროეცესი არსებული ინფორმაციით ქუთაისის საქალაქო დღის პირველნახევარში გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“მოსახლეობას ჯენერიკ პრეპარატები დაბალ ფასად უნდა შესთავაზოთ”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა მოსახლეობას გიორგობა ბოლნისის წუღრუღაშენის ტაძრიდან მიულოცა