შოთა მიქატაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, შოთა მიქატაძის ქუჩის კეთილმოწყობას განახორციელებს. აღნიშნულ მისამართზე ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე მოაწესრიგა, გამგეობამ კი გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო.

სამუშაოების შედეგად 4 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი შეიცვლება.

აღნიშნული პროექტისთვის, გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 425 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოების დაწყებას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები ჩიხში არიან შესული – თუ რამის თავი აქვთ, მედიასთან ლაპარაკის ნაცვლად, პროცესზე გვითხრან
შემდეგი სტატიათბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, სარდაფში ადამიანის ცხედარი იპოვეს