,,შოთა ჰოჯა სინდისი არ გაწუხებს? აქედან წადი!!!,, – ტრაბზონული მედია შოთა არველაძეს..

ქართველი მთავარი მწვრთნელის – შოთა არველაძის ხელმძღვანელობით თურქული ,,ტრაბზონსფორი,, წარუმატებელ სერიას განაგრძობს… ბოლო 7 მატჩში 5 წაგების შემდეგ , წარუმატებლობის მთავარ მიზეზად ტრაბზონული მედია პირდაპირ შოთა არველაძეს აცხადებს და მას გუნდიდან დროზე წასვლისკენ მოუწოდებს…

ტრაბზონელი გულშემატკივრისათვის ერთ დროს ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი – შოთა არველაძე, მწვრთნელის რანგში ,,ტრაბზონსფორის,, აგრესიული გულშემატკივრებისათვის უკვე მწვავე კრიტიკის ობიექტი ხდება… 11 თამაშიდან – არველაძის გუნდს -14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მე-12-ე ადგილს იკავებს, რასაც მომთხოვნი თურქი გულშემატკივრები ვერანაირ ავტორიტეტს ვერ აპატიებენ…

შაბათს 7 ნოემბერს, ,,ტრაბზონსფორის,, მიერ გასვლით მატჩში ლიგის დებიუტანტ ,,ბაშაკშეჰირთან,, განცდილი მარცხის შემდეგ, უკვე კვირა დილით ტრაბზონისა და თურქეთის შავიზღვისპირეთის ყველაზე პოპულარული გამოცემა ,,კარადენიზ გაზეთესი,, არვალაძის მიმართ უმწვავესი კრიტიკით და მისი გადადგომის მოთხოვნის შემცველი სტატიით გამოვიდა... ,, ,,ბაშაკშეჰირთან,, წაგების შემდეგ შოთამ ნდობის კრედიტი მთლიადა ამოწურა,, აცხადებს გაზეთი და ერთ დროს ტრაბზონელთა საყვარელ ფეხბურთელს  წასვლისკენ 6 ენაზე, უხეში ფორმით მოუწოდებს ,,კმარა განცდილი წამება! მიატოვე და აქედან წადი! რომ გეუბნებით  ვერ გაიგე? რომელი ენებიც გესმის იმ ენებზე  მოგიწოდებთ:   Go away (ინგლისურად), Allez İci (ფრანგულად),Verreisen (გერმანულად), Vaya Aqui (ესპანურად), Akedan wadi (ქართულად), Git Buradan (თურქულად)! ჩვენ მსგავსი სამარცხვინო ფეხბურთი არ გვინახავს… შოთა ჰოჯა, სინდისი არ გაწუხებს?,, აცხადებს ,,კარადენიზ გაზეთესი,,

უახლოეს ხანებში, შოთა არველაძის გადადგომას ,,ტრაბზონსფორის,, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ამ კლუბის გულშემატკივრებთან ერთად თურქული მედიის სხვა წყაროებიც არ გამორიცხავენ…

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიცნობილი რუსი პოლიტოლოგი ლილია შევცოვა ვლადიმერ პუტინზე
შემდეგი სტატიაბრიტანეთმა რუსული თვითმფრინავის ჩამომგდები ტერორისტი დაასახელა…