შოთა დიღმელაშვილი – რაღაც მონების აჯანყების სცენარი დადგეს

„დადგეს რაღაც მონების აჯანყების სცენარი, რომელიც უნდათ, რომ ქართველმა საზოგადოებამ „ჭამოს“ – ახლა ცხადდება უწყვეტი აქციები“, – ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის შენობასთან განაცხადა.

„დადგეს რაღაც მონების აჯანყების სცენარი, რომელიც უნდათ, რომ ქართველმა საზოგადოებამ „ჭამოს“. როგორ და რა უნდა „ჭამოს“, რომ ოქრიაშვილმა გუშინ ვაჟკაცმა გაიღვიძა და ბიძინა ივანიშვილის ნების წინააღმდეგ წასვლა გადაწყვიტა? – განაცხადა დიღმელაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ცხადდება სრული მობილიზაცია, უწყვეტი აქციები.

„რაღას უნდა ველოდოთ?! არჩევანს გვპარავენ, 2020 წელს არჩევნები მოიპარეს, 2024 წელს რა ტიპის არჩევნები იქნება, ამას ნომინალური მნიშვნელობა ექნება“, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებსა და მოძრაობა „სირცხვილიას“ მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიავაჟა სირაძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პარლამენტის ცენტრალური შესასვლელის პიკეტირება არ მოახდინონ