შოთა დიღმელაშვილი – პროტესტი არ მორჩება, კიდევ უფრო მწვავე გახდება

პროტესტი არ მორჩება და კიდევ უფრო მწვავე გახდება, თუ ჩვენ ამას ასე მივიჩნევთ საჭიროდ, – ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მხარემ უნდა იზრუნოს, რომ დიპლომატების მონაწილეობით გერმანული მოდელის განხილვაში სამოქალაქო საზოგადოება ჩაერთოს.

„ოპოზიციაც და „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“ მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კამპანია „სირცხვილია“ უნდა ვიყოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ყველა მხარე უნდა ეცადოს, რომ წარმოდგენილი იყოს სამოქალაქო საზოგადოება ასეთ მოლაპარაკებებზე. ბოლო-ბოლო იმის გამო, რომ ვერც ერთი იქ მყოფი პარტია ჩვენს მაგივრად ხელისუფლებას ვერ უპასუხებს. რაზე მიდის ვაჭრობა – ვთქვათ, ხელისუფლება წამოვიდა დათმობაზე, რომ გერმანული მოდელი იქნება. სამოქალაქო საზოგადოებამ ამას უნდა უპასუხოს იმით, რომ პოლიტიკური კრიზისი დეესკალირდება და ქუჩაში პროტესტი აღარ იქნება. ვერც ერთი იქ მყოფი პარტია ვერ დაპირდება ჩვენი სახელით, რომ პროტესტი მორჩება. პროტესტი არ მორჩება და კიდევ უფრო მწვავე გახდება, თუ ჩვენ ასე ჩავთვლით საჭიროდ და რაღაც პირობები და მიღწეული შეთანხმებები არ დაგვაკმაყოფილებს”, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა
შემდეგი სტატია“დისკუსიის განმავლობაში ყველამ დაინახა, რომ „გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება”