შოთა ბურჯანაძე – თუ სარესტორნო ბიზნესის გახსნა დროულად არ მოხდა, ამ შემთხვევაში არსებული რესტორნებიდან მხოლოდ 10% გაიხსნება

region
ავტ.: region იანვარი 6, 2021 12:57

შოთა ბურჯანაძე – თუ სარესტორნო ბიზნესის გახსნა დროულად არ მოხდა, ამ შემთხვევაში არსებული რესტორნებიდან მხოლოდ 10% გაიხსნება

გაზის გაძვირება კომერციულ სტრუქტურებზე თბილისში თავიდან ავირიდეთ, 26 – თეთრიანი მატება, რომელიც იყო დაანონსებული, სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურებს შორის შეთანხმების შედეგად გადაიდო, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ სარესტორნო ბიზნესის გახსნა დროულად არ მოხდა, ამ შემთხვევაში არსებული რესტორნებიდან მხოლოდ 10% გაიხსნება.

„წყლისა და ელექტროენერგიის გაძვირება წარმოუდგენელი რეალობა არის ბიზნესისთვის, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სუბსიდირება მოხდა, გადიდებული ტარიფით გაძვირდება როგორც წარმოებული, ასევე შემოტანილი პროდუქცია. მეორე პრობლემა არის ის, რომ ბიუჯეტში არ არის ის სიტუაცია, სადაც ზედმეტად შემოდის თანხა, რომ დასუბსიდირდეს გადასახადები. ეს ფული მოაკლდება სხვა სფეროს, ან ჩვენი გადახდილი თანხებით დასუბსიდირდება, ან გამოაკლდება რომელიმე ღონისძიებას, ან ვალად აღებული თანხა იქნება, რაც დამატებითი ტვირთია ჩვენი ბიუჯეტისთვის და მოსახლეობისთვის. ტარიფის გაძვირება გამოწვეულია ცოტა მოხმარებით – დაკეტილია უამრავი ობიექტი და ნაკლები მოხმარების გამო იზრდება ტარიფი. ამას ემატება დისონანსი იმპორტსა და ექსპორტს შორის, დოლარის კურსი და ა.შ. ამ გაზრდილი ტარიფით ხდება ის, რომ გაძვირდება ბევრი პროდუქცია და ბიუჯეტს დააკლდება თანხა. სუბსიდირება 1 წლის განმავლობაში არის გამოცხადებული, თუ კოვიდსიტუაციის გამო იგივე რეჟიმში ვიყავით და პრობლემები დარჩა, ეს უკვე თითოეულ მოსახლეზე აისახება და შემსყიდველუნარიანობა დავარდება. თუ დროულად არ მოხდა სარესტორნო ბიზნესის გახსნა ამ შემთხვევაში არსებული რესტორნებიდან გაიხსნება მხოლოდ 10%“, – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

region
ავტ.: region იანვარი 6, 2021 12:57