რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ბოლო ერთ წელიწადში რესტორნებში მომსახურება საშუალოდ 15-20%-ით გაძვირდა. მისი თქმით, ფასების მატება მხოლოდ პროდუქტების გაძვირებით არ არის გამოწვეული და ეს გარკვეული რეგულაციების ამოქმედებასაც უკავშირდება. ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესმა თავად უნდა ეძებოს გამოსავალი, დანაზოგების გაკეთებისა და „მწვანე რესტორნად“ გადაქცევის გზით.
ამასთან, ასოციაციის დამფუძნებელი გამოეხმაურა ქვეყანაში გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის იდეას და მას მისაღები უწოდა. ბურჯანაძის შეფასებით, უწყებამ რეალურად ქართული ავთენტური კერძების დაცვასა და პოპულარიზაციას უნდა მოემსახუროს.
„ჩვენს გასტრონომიულ ტრადიციებს დაცვა სჭირდება. სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება ნახოთ სომხური ხინკალი, სომხური ხაჭაპური, აჭარულ ხაჭაპურზე კი დარქმეულია „ლოდაჩკა“. ამ ავთენტურობას დაცვა სჭირდება“, — განაცხადა შოთა ბურჯანაძემ “ბიზნესპრესნიუსთან”.















