მე გუშინდელმა ღამემ ვერ გამაძლებინა, რომ დღეს არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა. ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი, შოკი იყო ის, რაც გუშინ ვნახე, – ამის შესახებ ფეხბურთელმა შოთა არველაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
„საიდან დავიწყო რთულია, ალბათ, ყველას თავისი პროტესტი აქვს საერთოდ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე – ზოგი წერს, ზოგი მოდის და აქ აპროტესტებს. მე გუშინდელმა ღამემ, რა თქმა უნდა, ვერ გამაძლებინა, რომ დღეს, არ მოვსულიყავი აქ და ჩემი პროტესტი არ გამომეხატა და არ შევერთებოდი პროტესტის მონაწილეებს. ძალიან რთული, აუტანელი საყურებელი იყო, შოკი იყო ის, რაც გუშინ ვნახე. რაც ხდება საშინელებაა. ის, ვინც მართლა უნდა გიცავდეს, ის, ვინც მართლა შენსკენ უნდა იყოს, ასე ექცევა თანამემამულეს, ქალს არ ვიცი, ვინც არ უნდა იყოს – თუ ეს, როდისმე ხდებოდა და ცუდი იყო და დღესაც ხდება, ეს, ისეთივე ცუდია, როგორც ადრე. შესაბამისად, აუცილებლად უნდა გამოხატო, თქვა, დაწერო, მაგრამ მე, სხვათა შორის გადავწყვიტე, რომ საერთოდ ამ ბოლო მოვლენებზე არაფერი არასდროს დამეწერა და თუ მექნებოდა საშუალება მოვსულიყავი და თვითონ შევუერთდი ამ მოვლენას და პროტესტს“, – განაცხადა შოთა არველაძემ.