შორენამ თქვა, რომ მე ვარ ინსტრუმენტი გამოყენებული, რომ დაერტყათ პატრიარქისთვის და საპატრიარქოსთვის – ნანა კაკაბაძე

შორენამ თქვა, რომ მე ვარ ინსტრუმენტი გამოყენებული, რომ დაერტყათ პატრიარქისთვის და საპატრიარქოსთვის – ეს განცხადება, ნანა კაკაბაძემ გააკეთა. ნანა კაკაბაძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

კაკაბაძე პატრიარქის მდივან რეფერატსაც ესაუბრა. როგორც მან განაცხადა, შორენა თეთრუაშვილის აზრით, ის ამ საქმეში გამოიყენეს და მთავარი მიზანი პატრიარქზე და საპატრიარქოზე შეტევა იყო. უფლებადამცველი ამბობს, რომ ილია მეორეს არ აქვს ამ საქმეზე სრულყოფილი ინფორმაცია.

„მე შევხვდი შორენას. თქვა, რომ მე ვარ ინსტრუმენტი გამოყენებული იმისათვის, რომ დაერტყათ პატრიარქისთვის და საპატრიარქოსთვის. თქვა ის დანარჩენი ადამიანები, ვინც არიან. ისინი არიან მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტები. აქ მიზანი და გათვლა არ იყო არც შორენასა და არც სხვაზე. ეს იყო გათვლა უფრო მაღლა და უფრო ზემოთ,“ – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

banner
წინა სტატიაში“ვერავის დავეთანხმები, რომ შორენა თეთრუაშვილი არის ეკლესიისთვის რაიმე ზიანის მომყენებელი” – მეუფე ზენონი
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დანიშნა