დაახლოებით 2015 წელი იყო, მარნეულში მცხოვრებმა ქნ ლელა დეკანოიძემ მიწა შესწირა ეკლესიას ტაძრის ასაშენებლად. ჯამდელიანმა მინდობილობა ჩემზე გააკეთა (თავად ხომ არ იკადრებდა იუსტიციის სახლში მისვლას) და გადმომაფორმებინა თავის სახელზე, საპატრიარქოს სახელზე არ მინდა იყოსო. რა უქნა იმ მიწას, არ ვიცი, იქ ეკლესია არ აუშენებია. ალგეთის ლეკვების ძეგლსა და ქალაქს შორის ტრასის პირზე იყოს ის მიწა.
იმავე პერიოდში ჯამდელიანი ცდილობდა, რომ საქართველო-სომხეთის დეფაქტო საზღვრის ხაზის იქით მოქცეული მე-13 საუკუნის ჰუჯაბის (ხუჯაბის) ღვთისმშობლის დიდი გუმბათოვანი ქართული ტაძარი, უპატრონო, სარესტავრაციო და დაზიანებული, გაეცვალა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქცეულ მე-13 საუკუნის ხორაკერტის გუმბათოვან სომხურ სარესტავრაციო დაზიანებულ ეკლესიაში, რომელიც სასაზღვრო ზოლთან მდებარეობს ასევე, მაგრამ ჩვენს მხარეს. ეს გეგმა ჩემს მიერაც მოწონებული იყო და ახლაც მხარს ვუჭერ. მაგრამ ერთ დღესაც მეუბნება: საპატრიარქომ, პირადად შორენა თეთრუაშვილმა ხელი შემიშალა და ჩამიშალეს გეგმაო. იმის მერე ჰუჯაბის ტაძრის თემა მოკვდა! აღარც ჯამდელიანს ახსოვს და აღარც არავის საქართველოში. ერთ დღესაც ჰუჯაბის ბრწყინვალე ტაძარი ჩამოინგრევა უპატრონობის, უსახურვობისა და დაზიანებების გამო. ამ დროს ჯამდელიანს ჰუჯაბის ეპისკოპოსი ჰქვია, თუმცა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი ახალი ბეტონის უსულო ტაძრების მშენებლობაა, ვიდრე ისტორიული და სარესტავრაციო ტაძრების გადარჩენა და აღდგენა, ისევე როგორც ზოგადად შიოლაშვილის მაფიისთვის დამახასიათებელია,-წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.