შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება არ დასტურდება

ლილი გელაშვილის დაკითხვის შემდეგ, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება არ დასტურდება – ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფანცუალიამ განაცხადა.

“მე დავუსვი შეკითხვა და ლილი გელაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ არ იცის, ამზადებდა თუ არა გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას. ასევე ვკითხე, გადაამოწმეს თუ არა, როდესაც პროკურატურას მიმართა ირაკლი მამალაძემ, დეკანოზს რისთვის სჭირდებოდა ციანიდი. მან თქვა, რომ ეს არ გადაუწმომებია. დღეს იყვნენ მოყვანილი ირაკლი მამალაძის მეგობრები. წინასწარი გამოძიების დროს, ჩვენებაში ისინი საუბრობდნენ, თუ როგორ ახლოს იცნობდნენ ირაკლის და როგორი კარგი პიროვნებაა, თუმცა როდესაც შეკითხვებს ვუსვამდით, ელემენტარული რაღაცებიც კი არ იცოდნენ ირაკლი მამალაძეზე. ისმის კითხვა, რა დანიშნულებით იყვნენ ისინი მოყვანილი მოწმეებად”,-განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

რაც შეეხება ლილი გელაშვილს. დაკითხვის დასრულების შემდეგ გელაშვილმა განაცხადა, რომ აუდიომასალაში, რომელიც მან მოისმინა, აძლევდა საფუძველს ეფიქრა, რომ დანაშაული მზადდებოდა:

„გამოძიების დაწყებამდე შედგა შეხვედრა ჩვენსა და ირაკლი მამალაძეს შორის. ამაზე მივეცი ჩვენება. პროკურატურა ამ შეხვედრამდე არ ფლობდა ინფორმაციას. ის, რაც მოსმენილი მქონდა, მაძლევდა საფუძველს მეფიქრა, რომ დანაშაული მზადდებოდა. დეტალებს ვერ ვიტყვი. მე რომ არ მქონოდა განცდა, არ მოვუწოდებდი, რომ მიეწოდებინა ინფორმაცია პროკურატურისთვის. მაქვს ერთი ჩანაწერი მოსმენილი, რომელმაც მომცა საფუძველი და შიში იმის, რომ ასეთი რჩევა მიმეცა. მე არ ვიცი ვიდეო, მე მოვუსმინე აუდიომასალას, რომელიც გამოძიების დაწყებამდეა ჩაწერილი”, – აღნიშნა მოწმემ.

banner
წინა სტატიაშიემრე ჩაბუქის საქმე და Amnesty international-ის წერილი – ვაშინგტონის გზავნილი ქართულ მხარეს
შემდეგი სტატიაერაყი ,,ისლამური სახელმწიფოს,, დამარცხებას ზეიმობს