შოლცს უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის 2 მილიარდი ევროს გამოყოფა სურს

გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს სურს, დამატებით 2 მილიარდი ევრო დახარჯოს უკრაინის სამხედრო დახმარებაზე. კერძოდ, სამხედრო ტექნიკის შესაძენად. ამის შესახებ Reuters წერს.

გერმანიის მთავრობის წყაროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ 400 მილიონი ევრო გადაირიცხება ევროპის მშვიდობის ფონდში, რომელიც უკრაინისთვის იარაღს ყიდულობს. დარჩენილი თანხა კიევთან ორმხრივ სამხედრო კონტრაქტებზე იქნება მიმართული.

მანამდე გერმანიამ განაცხადა, რომ არ იყვნენ მზად, უკრაინისთვის მიეწოდებინათ ყველა ის იარაღი, რაც ბუნდესვერს აქვს მარაგში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი 5 მილიონს უახლოვდება – გაერო
შემდეგი სტატია„გაზპრომის“ ექსპორტი მეოთხედით შემცირდა