შოლცმა პალესტინის ხელისუფლების დუმილს “სამარცხვინო” უწოდა – გერმანია მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას აჩერებს

გერმანიის კანცლერმა პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს ჰამასის ისრაელზე თავდასხმის დაგმობისკენ მოუწოდა და პალესტინის ხელისუფლების დუმილს, “სამარცხვინო” უწოდა.

ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია დროებით შეაჩერებს პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას. გერმანია გეგმავს გადახედოს, რამდენად ეფექტურია და შეაქვს თუ არა რაიმე წვლილი ამ პროექტებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის.

გერმანიის კანცლერი თვლის, რომ ჰამასის თავდასხმა ირანის მხარდაჭერით მოხდა – „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სანდო მტკიცებულება, რომ ირანი ოპერატიულ დონეზე დაეხმარა ამ საზარელი თავდასხმის ორგანიზატორებს, ამავდროულად ჩვენ ყველას გვესმის, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე ჰამასის ბოევიკები ვერასოდეს შეძლებდნენ ამ უპრეცედენტო თავდასხმის ორგანიზებას“, – თქვა შოლცმა.

მისი თქმით, ისრაელსა და ღაზას სექტორში არსებულ ვითარებას ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან ერთად განიხილავს. ასევე დაგეგმილია საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და შეხვედრა ყატარის ემირთან – “სამივე ლიდერს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სიტუაციის დეესკალაციაში”, – ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – „გირჩი-მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ მიერ ახალი პლატფორმის შექმნა იმის გაგრძელებაა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა
შემდეგი სტატიადეკანოიძე – იმედია, საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ექნება სხვა სახელმწიფოებთან, ვინც შიდა თუ გარე საგარეო კურსით თანხვედრაშია ევროკავშირთან