გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კატეგორიულად უარყო აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ვლადიმირ ზელენსკი “დიქტატორია”.
ამის შესახებ მან შპიგელისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
შოლცის თქმით, „უბრალოდ არასწორი და საშიშია პრეზიდენტ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმაციის უარყოფა“.
“სიმართლე ასეთია: ვოლოდიმირ ზელენსკი არის არჩეული უკრაინის სახელმწიფოს მეთაური. ის, რომ ომის დროს სათანადო არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს, უკრაინის კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობას შეესაბამება. სხვას არავინ უნდა ამტკიცებდეს”, – დასძინა მან.