შოლცი: საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ვახდენთ, შეუძლებელია დავასკვნათ ამ ქვეყნებში სისტემური დევნის არსებობა

„საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ვახდენთ“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიიდან ხალხი უფრო ჩქარა უნდა დაადეპორტონ.

„საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ვახდენთ. ორივეს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, შესაბამისად შეუძლებელია დავასკვნათ ამ ქვეყნებში სისტემური დევნის არსებობა. ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა უფრო ნაკლები ხალხი შემოვიდეს. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველ ქვეყანაში სადაც შევლენ, გერმანიისკენ დიდ მასებად დაძვრის ნაცვლად, სანაცვლოდ, მათ სამართლიანად გადაანაწილებენ მთელ ევროპაში. იმედია, ევროპარლამენტი ამ მექანიზმს უახლოეს თვეებში დაამტკიცებს“, – აცხადებს შოლცი.

banner
წინა სტატიაშიშარიქაძე: რეფორმა ნამდვილად გასატარებელია, ოღონდ სისტემაში, ურიგო არ იქნებოდა სამინისტროდან დაწყება
შემდეგი სტატიაTBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის: შეხვედრები რეგიონებში