შოლცი – მოვუწოდე ჩინეთის მთავრობას, უფრო ძლიერად გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე ომის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჩინეთის პრემიერ-მინისტრს მოუწოდა, გამოიყენოს პეკინის გავლენა მოსკოვზე, რათა უბიძგოს რუსეთს, შეაჩეროს ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდე ჩინეთის მთავრობას, უფრო ძლიერად გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე ომის საკითხთან დაკავშირებით. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავის ჯარები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არ იმუშავებს“, – განაცხადა შოლცმა პრესკონფერენციაზე.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ჩინეთმა თავი უნდა შეიკავოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდებისგან და ეს ომი არ უნდა იქცეს გაყინულ კონფლიქტად.

გერმანიაში ვიზიტით მყოფი ჩინეთის პრემიერ-მინისტრი, ლი კეციანი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსაც შეხვდა. როგორც გერმანიის პრეზიდენტის პრესსპიკერი წერს, მხარეებმა ღიად, დეტალურად გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომზე.

banner
წინა სტატიაშიწარმომადგენელთა პალატის სპიკერი – აშშ-ში გრძელდება ორსაფეხურიანი სისტემის გამოვლენა, თუ პრეზიდენტის ოპონენტი ხართ, იუსტიციის სამინისტრო ცდილობს, ციხეში ჩაგსვათ, ხოლო თუ პრეზიდენტის შვილი, მიიღებთ ძვირფას გარიგებას
შემდეგი სტატიაისთერნ ფრომოუშენსი შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალს წარმოგიდგენთ