შოლცი – გერმანია უკრაინას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 17 მილიარდი ევროს ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის

გერმანია უკრაინას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 17 მილიარდი ევროს ღირებულების შეიარაღებას მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ, გერმანიამ უკრაინას 600 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაუმტკიცა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა პეტრიოტის ორი გამშვები დანადგარიც იქნება გათვალისწინებული, ასევე მოიცავს „მარდერის“ 40-მდე საბრძოლო მანქანას, „ლეოპარდის“ ტიპის 25 ტანკსა და ერთ ერთეულ უპილოტო საფრენ აპარატ „ლუნას“.

შოლცის თქმით, აშშ-ის შემდეგ, გერმანია არის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი ქვეყანა.

banner
წინა სტატიაშიმედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინს „ვაგნერის“, როგორც საბრძოლო ძალის შენარჩუნება სურს, ოღონდ ევგენი პრიგოჟინის გარეშე – ISW