შოლცი – დასავლეთის მკაცრი სანქციების ფონზე რუსეთი ვერ შეძლებს სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნებას, რუსეთის ეკონომიკა კი ათწლეულებით უკან დაბრუნდება

რუსეთი ვერ შეძლებს თავისი სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნებას დასავლეთის მკაცრი სანქციების ფონზე. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

შოლცი დარწმუნებულია, რომ „ძალიან ეფექტური, ძალიან შორს მიმავალი“ შეზღუდვები რუსეთის ეკონომიკას „ათწლეულებით“ უკან დააბრუნებს.

„რუსეთი მონაწილეობას ვერ მიიღებს მსოფლიოს პროგრესში, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ პროგრესში. ეს ცხადი ხდება ყოველდღიურად და ეს მნიშვნელოვანი ზიანია“,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ვილნიუსში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე.

ნატოს წევრ ლიეტუვაში თავისი პირველი ვიზიტისას გერმანიის კენცლერი ასევე შეუერთდა ესტონეთისა და ლატვიის ლიდერებს და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების პირობა დადო. მისი თქმით, გერმანია გააძლიერებს ლიეტუვის სამხედრო მხარდაჭრას.

„როგორც ნატოს მოკავშირეები, ჩვენ ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლები ვართ და დავიცავთ ნატოს ტერიტორიის თითოეულ ინჩს თავდასხმის შემთხვევაში“,- განაცხადა შოლცმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს ამ მოდელის პირობებში სიტყვა არ ეთქმის – წულუკიანი
შემდეგი სტატიამოხარული ვარ, რომ ჩვენ არ დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირე – ზელენსკი ჯონსონზე