ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ და გადაწყვეტილებას მათ ნაცვლად არ მივიღებთ, – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას გააკეთა.
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ძლიერი ევროპის ერთგულია“ და გააკრიტიკა ამერიკული „ტრანზაქციული“ მიდგომა პოლიტიკისადმი.
„საყვარელი სიტყვა ამერიკულ პოლიტიკაში არის „ტრანზაქციული“ და თუ ზუსტად ვთარგმნით, რას ნიშნავს „ტრანზაქციული“, მაშინ ეს ნიშნავს: „მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ და მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც მე მომიტანს სარგებელს – და თუ არ მომიტანს სარგებელს, არ ვაკეთებ“. ეს არის რაღაც, რაც არ ახასიათებს გერმანულ პოლიტიკას. ჩვენ ვართ ძლიერი ევროპის ერთგულები. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, რადგან ის არ უნდა დარჩეს მარტო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქ წიაღისეულია“, – განაცხადა შოლცმა.