შოლცი – აღშფოთებული ვარ, როცა მესმის, თუ როგორ აფრთხილებს ყველას რუსეთის პრეზიდენტი, რომ სამხედრო დაპირისპირების დროს შეიძლება იყოს სამოქალაქო მსხვერპლი – ამაზე ცინიკური არაფერია

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი „ცინიკური“ გაფრთხილებების გამო გააკრიტიკა.

კერძოდ, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინი ისრაელისა და „ჰამასის“ დაპირისპირების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ გაფრთხილებების გამო გააკრიტიკა.

„აღშფოთებული ვარ, როცა მესმის, თუ როგორ აფრთხილებს ყველას რუსეთის პრეზიდენტი, რომ სამხედრო დაპირისპირების დროს შეიძლება იყოს მსხვერპლი, სამოქალაქო მსხვერპლი. ამაზე მეტად ცინიკური არაფერია“, – განაცხადა შოლცმა.

banner
წინა სტატიაშიIDF-ის განახლებული მონაცემებით, ღაზაში სულ მცირე 203 ტყვეა
შემდეგი სტატიარეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა