შოკში ვართ, ეს არის ჩვეულებრივად ყვითელი ბარათი ჩვენი ხელისუფლებისთვის – დოლიძე კინზინგერის განცხადებაზე

შოკში ვართ, ეს არის ჩვეულებრივად ყვითელი ბარათი ჩვენი ხელისუფლებისთვის – აღნიშნული განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გააკეთა, რითაც ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის წერილს გამოეხმაურა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვენთვის და ხელისუფლებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთთანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

“განცხადება, რომელიც დაწერილია ძალიან მკაცრი ენით – გაოგნებული ვართ, შოკში ვართ, დიპლომატიურ ურთიერთობებში მსგავსი ენა მართლა ძალიან იშვიათად გამოიყენება. ფაქტობრივად ეს არის ჩვეულებრივად ყვითელი ბარათი ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ თუ ჩვენ ვრჩებით ამერიკასთან ურთიერთთანამშრომლობის დღის წესრიგში, მაშინ ჩვენ ეს განცხადება ყურად უნდა ვიღოთ. თუ ჩვენთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის ეს განცხადება სულერთია – მაშინ გასაგებია, რომ ჩვენთვის სულ ერთია ამერიკასთან ურთიერთთანამშრომლობის დღის წესრიგი” – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი საბოლოოდ ექცევა ჩიხში და თავის კოლონიალისტურ საცეცებს ეთხოვება!
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად ყველა მექანიზმი არის მაქსიმალურად ამოქმედებული