შოიგუმ რუს სამხედროებს უკრაინაში გამოჩენილი „მამაცობისთვის“ მედლები გადასცა

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ უკრაინაში გამოჩენილი „მამაცობისთვის“ რუს სამხედროებს ოქროს ვარსკვლავის მედლები გადასცა.

შოიგუმ სამხედროებს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების „დაცვისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„გილოცავთ ამ ჯილდოს მიღებას, ჩვენი სამშობლოს მიერ თქვენი ღვაწლის დაფასებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ კვლავაც ერთგულად ემსახურებით სამშობლოს და კიდევ ბევრ სიკეთეს, კეთილ და მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის. გულით გილოცავთ და გისურვებთ ყოველ ჯერზე სახლში მშვიდობიანად დაბრუნდეთ“, – განაცხადა შოიგუმ.

banner
წინა სტატიაშიგიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე – სიცხე აქვს, ალბათ, დამატებთ გამოკვლევებს ჩაუტარებენ – წონაში იკლებს
შემდეგი სტატიაპირველ და ბოლო ნახვას შორის არის დრამატული განსხვავება – ეს არის მესამე ხარისხის სიმძიმის დაავადება, სიკვდილის წინა სტადია – თოიძე სააკაშვილზე