შოიგუმ პუტინს სუ-24-ის პილოტის გადარჩენის შესახებ მოახსენა

რუსმა და სირიელმა სპეცრაზმელებმა იპოვეს და ევაკუირება გაუკეთეს გამანადგურებელ სუ-24-ის პილოტს, რომელიც გუშინ თურქეთის საჰაერო ავიაციის მიერ იქნა ჩამოგდებული – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგაი შოიგუმ განაცხადა, წერს რუსული მედია.
მფრინავის გადასარჩენად ოპერაცია დაახლოებით 12 საათი მიმდინარეობდა.
“ოპერაცია წარმატებით დასრულდა. პილოტი ბაზაშია გადაყვანილი. ცოცხალია და ჯანმრთელი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს, რომლებიც დიდი რისკის ქვეშ მუშაობდნენ მთელი ღამის განმავლობაში. დილით 03.40 წუთზე ოპერაცია დასრულდა” – თქვა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.

რუსული სუ-24 გუშინ იქნა ჩამოგდებული თურქეთის სამხედრო ავიაციის მიერ საჰაერო საზღვრის დარღვევის გამო. რუსეთის ოფიციალური ინფორმაციით, მათ გამანადგურებლებს სირია-თურქეთის საზღვარი არ გადაუკვეთავთ. თურქეთის მთავრობის თქმით, რუსმა პილოტებმა 10-ჯერ მიიღეს გაფრთხილება საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით.
სუ-24-ის პილოტებმა კატაპულტირება მოახერხეს, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.

ნატომ თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი საქართველოში არსებულ კონფესიებს გამონათქვამებში სიფრთხილისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” ქართულენოვანი ვებ-გვერდები დაბლოკილია