რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს გამოეხმაურა და დასავლეთის ქვეყნები „დეგრადაციაში“ დაადანაშაულა.
მისი თქმით, დასავლეთს მუდმივად „მტერი სჭირდება“, თუმცა რუსეთს ევროპაზე თავდასხმის გეგმა არ აქვს.
„ჩვენმა პრეზიდენტმა ბოლო ორი თვის განმავლობაში სამჯერ ან ოთხჯერ თქვა: ჩვენ არ ვაპირებთ ევროპის არცერთ ნაწილზე თავდასხმას. მაგრამ მათ დაიჟინეს — რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებსო. მაგრამ ჩვენ თქვენთვის დრო არ გვაქვს. ღმერთმა ნუ ქნას, მოესწროთ იმ დღეს, როდესაც რუსეთი თქვენ წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს დაიწყებს. იცხოვრეთ მშვიდად“, — განაცხადა შოიგუმ.

















