21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

შოიგუ: დასავლეთი სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად ერევა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანის, სერგეი შოიგუს განცხადებით, დასავლეთი სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად ერევა.

„დასავლელები პოლიტიკურ სიტუაციაში ღიად და უცერემონიოდ ჩარევას ცდილობენ. სამხრეთ კავკასიაში ამის დანახვა არა მხოლოდ სომხეთში, არამედ საქართველოშიც შეგვიძლია“, – განაცხადა შოიგუმ.

შოიგუს განცხადებით, „სახელმწიფოებს შორის გადაუჭრელი უთანხმოებები არ არსებობს, ხოლო როდესაც უთანხმოება წარმოიქმნება, მაშინვე უნდა შეფასდეს, თუ ვისთვის არის ხელსაყრელი მეზობელი ხალხებისა და სახელმწიფოების დაპირისპირება“.

„როგორც წესი, ამის უკან დასავლელები დგანან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ეკონომიკის მომგებიან სექტორებზე, სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ დერეფნებსა და რესურსებზე საკუთარი კონტროლის შენარჩუნებით“, – აღნიშნა შოიგუმ.

როგორც რუსული მედია წერს, აღნიშნულ კონტექსტში სერგეი შოიგუმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადება მოიხსენია, რომელმაც, შოიგუს თქმით, „ნათლად და გონივრულად“ განაცხადა, რომ „შესაძლოა, რუსეთთან ესკალაცია გერმანიის ან ლიეტუვის ინტერესებში შედის, მაგრამ არა საქართველოს“

banner
წინა სტატიაშიმათიკაშვილი: რადიკალურმა ოპოზიციამ პოლიტიკურ ჭაობში მოიხვედრა თავი — ახლა მათი ბოლომდე ჩაძირვა ხდება
შემდეგი სტატიაქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება: ყველაზე მეტი სამართალდარღვევა იმერეთში დაფიქსირდა