შობის დღესასწაული ვატიკანში მესით აღნიშნეს

შობის დღესასწაული ვატიკანში შუაღამისას მესით აღნიშნეს, რომელიც წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ტრადიციულად რომის პაპმა, ფრანცისკემ ჩაატარა. საზეიმო ლიტურგიას 10 ათასამდე ადამიანი დაესწრო. პაპმა მრევლს სულიერი გაწონასწორებისკენ, რწმენისა და თანაგრძნობისკენ მოუწოდა.

10 ათასობით პილიგრიმი წუხელ დასავლეთ სანაპიროზეც შეიკრიბა. იქ, სადაც გადმოცემის თანახმად, ყრმა იესო დაიბადა. შობის ტაძარში პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასიც მივიდა და იერუსალიმის ლათინური პატრიარქის მიერ ჩატარებულ წირვას დაესწრო.

შობას ზეიმობდნენ ქალაქ ნაზარეთშიც, რომელიც ღვთისმშობლისა და იესო ქრისტეს მშობლიურ ქალაქად ითვლება.

banner
წინა სტატიაშითბილისში დღეიდან საახალწლო ღონისძიებები იწყება
შემდეგი სტატიამაგდა პაპიძის სხეულზე დაზიანებებს სახალხო დამცველის აპარატი ადასტურებს