შმიგალი – იმისათვის, რომ ჩვენი გამარჯვება მოვაახლოოთ, უფრო ძლიერი და თანამედროვე შეიარაღება გვჭირდება – ჩვენ ვიმარჯვებთ და ეს შედეგი უნდა გავამყაროთ

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრემიერ – მინისტრმა, დენის შმიგალმა აშშ-ს თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობა განიხილა,- ამის შესახებ Ukrinform-ი სამთავრობო პორტალზე დაყრდნობით იუწყება.

შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღების უწყვეტად მიწოდება სჭირდება, რათა „მტერზე სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვოს“. თავის განცხადებაში უკრაინის პრემიერმა შორეულ დისტანციაზე მოქმედი არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და მსგავსი ტიპის შეიარაღება იგულისხმა.

„უკრაინა ბრძოლას აგრძელებს, ვამაყობ ჩვენი ხალხის გამბედაობით. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. იმისათვის, რომ ჩვენი გამარჯვება მოვაახლოოთ, უფრო ძლიერი და თანამედროვე შეიარაღება გვჭირდება. ჩვენ ვიმარჯვებთ და ეს შედეგი უნდა გავამყაროთ“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც შეერთებული შტატები უკრაინას უწევს.

„მადლობა პირადად თქვენ და თქვენს გუნდს. ჩვენ ვიბრძოლებთ და ერთად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენს დემოკრატიას და მთელი მსოფლიოს დემოკრატიულ ღირებულებებს ვიცავთ“, – განუცხადა უკრაინის მთავრობის მეთაურმა ლოიდ ოსტინს.

თავის მხრივ, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინა ამ ბრძოლაში მარტო არ დარჩება და შეერთებული შტატები უკრაინის ჯარის გასაძლიერებლად სამხედრო დახმარებას გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი – ახლანდელი მდგომარეობით, უკრაინის ბირთვული სტატუსის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში არ დგას – ვნახოთ, ხვალ რა იქნება
შემდეგი სტატიაავსტრიის კანცლერმა ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია