შლიან ჩვენს კვალსა და მეხსიერებას- თამარ ბელქანია ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ცვლილებებზე

განათლების სისტემაა ის სისტემა რომელიც კრავს და აერთიანებს ერის საწყისიდან მომდინარე ერად ფორმირების ისტორიას. ეს ფორმირება სწორედ 1921 წელს შეწყდა და მისი ლოგიკური განვითარების ლიანდაგს ასცდა. ამიტომ არ იწერება უახლესი ზუსტი ისტორია და სწორედ ამიტომ ცდილობს საბჭოთა ისტორიოგრაფია ყალბი ისტორიის დაგეგმვასა და დანერგვას, რომ ერი დაემსგავსოს გუბერნიას.

მეორადი კულტურით ისტორია და ლიტერატურა ორი პარალელური ჟამთაღმწერელია. ისტორიას აყალბებენ, ხოლო ლიტერატურას კრძალავენ, რადგან 70 წლიანმა რეჟიმმა აჩვენა რომ შეუძლებელია ხელოვნების დაგეგმვა და მისი საგანგებლო კალაპოტის შექმნა. მიუხედავად 1921-1924 წწ, 1934-1037წწ უსასტიკესი რეპრესიებისა. კულტურა არის თვითქმნადი და ის თავად ანგრევს ჯებირებს. ამიტომ ყალბდება მიზანმიმართულად ისტორია და იკრძალება ლიტერატურა.

ომის და ოკუპაციის ფაზაა ბრძოლის ეს მეთოდი.

დღეს კი ვიგებთ, რომ ეროვნულებიდან ამოღებულია სწორედ ბოლშევიკების წინააღმდეგ აჯანყების ისტორია და მთელი რიგი ქართული ლიტერატურული შედევრები.

მეტი როგორღა უნდა მივხვდეთ, რიმ განათლება და ისტორიაა ერი! შლიან ჩვენს კვალსა და მეხსიერებას. ჩვენ ჩვენი წინაპრების დანატოვარი ვალი გვაქვს, რომ დავიცვათ ისტორია და სამშობლო. ისტორია და ქვეყანა დასაცავია ამ ყველაფრიდანაც კარგად ჩანს თუ ვის სამსახურშია და ვის ინტერესებს ატარებს დღევანდელი ხელისუფლება – რუსეთის!წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი, თსუ–ის ლექტორი, თამარ ბელქანია.

ისტორიის პროგრამიდან ამოღებულ იქნა 1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღდეგ

banner
წინა სტატიაშიისტორიის პროგრამიდან ამოღებულ იქნა 1802, 1804, 1812, 1819-20 წლის აჯანყებები რუსეთის წინააღდეგ
შემდეგი სტატიაცენზურის მანქანა ჩაირთო…“ – ოლიკო გვრიტიშვილო