შხელდაზე მყოფი 3 მთამსვლელი მაშველებმა გამოიყვანეს, 1 მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა

მეხანძრე-მაშველებმა, სვანეთში, მწვერვალ შხელდაზე მყოფი 3 მთამსვლელი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადმოიყვანეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მთამსვლელების ცნობით, მწვერვალზე მყოფი ერთ-ერთი პირი, სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო კი, დარჩენილი სამი პიროვნება ვერ ახერხებდა დამოუკიდებლად გადაადგილებას და სამაშველო ჯგუფის დახმარება მოითხოვეს.

“შეტყობინების შემოსვლისთანავე დაიგეგმა სამაშველო ღონისძიება, რომელშიც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველები ჩაერთნენ. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედრის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს”, – ამბობენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: ბიძინა დაემალა პარტნიორებს, პარტიის კურსი ნათელია – ოკუპანტ რუსეთში ჩვენი შეთრევაა
შემდეგი სტატიაშაჰინი: საქართველოში გადაწყვეტილების ძირითადი მიმღები ივანიშვილია – შეხვედრაზე უარი გვითხრა