დესტრუქციული ძალების მიერ ჩემი პერსონის მიზანმიმართული მარგინალიზაცია მიმდინარეობდა

დესტრუქციული ძალების მიერ, ჩემი პერსონის მიზანმიმართული მარგინალიზაცია მიმდინარეობდა

“რამდენიმე თვის განმავლობაში, დესტრუქციული ძალების მიერ, ჩემი პერსონის მიზანმიმართული მარგინალიზაცია მიმდინარეობდა.“- ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი შიხიაშვილიმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.

„ძალიან ბევრი ვეტერანი შეცდომაში შეიყვანეს და ნებსით თუ უნებლიედ, ისინი პოლიტიკური დესტრუქციული ძალის ინსტრუმენტად იქცნენ. ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც პრეზენტაციის ჩაშლა სცადეს, სუს-ის, კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და “ნაციონალური მოძრაობის” რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებიც იყვნენ.”- აღნიშნა შიხიაშვილმა.

შიხიაშვილის თქმით, მისი საქმიანობით უკმაყოფილო ფიგურალურად 5 კაცი იყო.

„5 კაცის მოთხოვნის გამო, პასუხისმგებლობის მქონე ხელმძღვანელი თანამდებობიდან არ უნდა გადადგეს. მაგრამ მათი მოთხოვნების ანგაჟირება აქტიურად ხდებოდა. მე კი, არ მინდოდა, ჩვენი სამსახური და ვეტერანთა ჯგუფი ცალ-ცალკე მხარეებად წარმოჩენილიყო.”- განაცხადა მან.

მისივე თქმით, ის ამაყობს საკუთარი წარსულით, განაწყენებული არ წასულა და მზად არის, რიგით ჯარისკაცად დარჩეს.

 

banner
წინა სტატიაშისაოპერო მომღერლის ფარული პოლიტკური სტრატეგია
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდია:”ადამიანს მართლაც არავინ კითხავს როდის სურს დაბადება”