მე შიშით ვუყურებ სასამართლოს, რომ ეს კოლეგია, ერთი კაცის ახირებას გაუკეთებს რეალიზებას

ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი იმედს იტოვებს, რომ „ის მოსამართლეები, რომლებიც რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავენ, აცნობიერებენ, რა მნიშვნელობა აქვს ამ გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის.“

„არა რუსთავი 2-თვის ან ჩემთვის ან ვინმე სხვისთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის და მე იმედი მაქვს ისინი მოგვცემენ შანსს, ჩვენ ყველას, რიგით მოქალაქეებს, რომ არ წავიდეთ ბევრი წლით უკან,“ – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ჯანგირაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში აუცილებელია კრიტიკული მედიის არსებობა.

„მე შიშით ვუყურებ სასამართლოს, რომ ეს კოლეგია, ერთი კაცის ახირებას გაუკეთებს რეალიზებას, თუ აჩვენებს რომ ამ ქვეყანაში არის სასამართლო და მას ეთქმის თავისი სიტყვა და ის დაიცავს ამ ქვეყნის ფუნდამენტურ ფასეულობებს,” – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“თუ ხელისუფლებას რევოლუცია მოენატრა, ეს იქნება სიტყვის თავისუფლების რევოლუცია”
შემდეგი სტატიასაოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 75 წლის მამაკაცი გაიტაცეს