“შიშის მეტი არაფერი არ არის” – საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმრებას სთხოვენ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 9, 2019 15:14

“შიშის მეტი არაფერი არ არის” – საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმრებას სთხოვენ

„შიშის მეტი არაფერი არ არის,“ – ასე ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა რუსი მესაზღვრეების მიერ საგუშაგოს მოწყობას.

სოფელ ხურვალეთთან ოკუპანტებმა საგუშაგოს მოწყობის სამუშაოები განაახლეს. ამჯერად რუსმა მესაზღვრეებმა სათვალთვალო კოშკი მასხალათით შებურეს.

ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებას და სამშვიდობო მისიების წარმომადგენლებს სთხოვენ.

„გუშინ დაამთავრეს. პირდაპირ მე მიყურებენ და მერე პრობლემები უნდა შემექმნას… ვინც მოსასვლელია, მთავრობა არ მოდის, არ გვაკითხავს და იმათი შიშით რა უნდა ვთქვა,“ – ამბობს ადგილობრივი.

საოკუპაციო ხაზთან საინჟინრო დანაყოფი დღეს დილიდან შეუფერხებლად მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია ქართული პოლიციაც.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 9, 2019 15:14

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


10,172
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics