შიშები გადაჭარბებულია- საპასუხო წერილი ევროპარლამენტარებს

იტალიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მიმართვაზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მომზადდება საპასუხო წერილი:

„ჩვენ საპასუხო წერილს მოვამზადებთ, რომელიც გამოქვეყნდება. საქართველოში არანაირი საფრთხე სიტყვის თავისუფლებას არ ემუქრება. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ეს საქმით დავადასტურეთ. საქართველოში არის მნიშვნლოვანდ გაუმჯობესებული გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა, რაც დადასტურებულია ყველას მიერ. ვფიქრობ, შიშები, რომელიც აქვთ ჩვენს პარტნიორებს, არის გარკვეულწილად გადაჭარბებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საქართველოში არის მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით. მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს აჟიოტაჟი, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად შეიქმნა, მალე ჩაცხრება. საქართველო აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას, ევროპული მომავლის შექმნას და არავითარი საფრთხე დემოკრატიზაციის კუთხით საქართველოში არ არსებობს. ამის გარანტია ჩვენი ხელისუფლებაა. ჩვენ ეს არაერთხელ დავადასტურეთ და ამ მიმართულებით სვლას ვაგრძელებთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმამა გიორგი მამალაძე შესაძლოა დღეს დაკითხონ
შემდეგი სტატიაეს არის ორ კერძო სუბიექტს შორის დავა და ამ ჭრილში გაგრძელდება ეს პროცესი,-კვირიკაშვილი “რუსთავი 2”-ის საქმეზე საუბრობს