შირაქის ველზე ნუგზარ ალუღიშვილის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა სრულად დაიწვა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ფერმერი საკუთარ ნაკვეთში ქერის მოსავალს იღებდა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
ადგილობრივების ინფორმაციით, აალება მოულოდნელად დაიწყო და მისი სავარაუდო მიზეზი აკუმულატორის აფეთქებაა. მძღოლმა კომბაინიდან დროულად გადმოსვლა მოახერხა და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ნუგზარ ალუღიშვილი შირაქის ველზე ხორბლისა და ქერის დიდ ფართობებს ამუშავებს. აღნიშნული ტექნიკის განადგურება ფერმერისთვის მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს წარმოადგენს.
















