17.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
banner

შიო მესამემ ზემო აჭარაში 1 200-ზე მეტი ადამიანი მონათლა

პატრიარქმა შიო მესამემ ზემო აჭარაში 1 200-ზე მეტი ადამიანი მონათლა.

“სასიხარულო და ამაღლებული განწყობა გვაქვს ყველას, რადგან დღეს აქ, ზემო აჭარაში, ინათლება, როგორც შემატყობინეს, უკვე 1200-ზე მეტი ადამიანი. მე უკვე მეორედ მარგუნა წელს პატივი ღმერთმა, რომ აჭარაში ჩამოვსულიყავი და წირვა აღმევლინა თქვენთან ერთად.

დღეიდან კი, როცა ჩვენ მოვნათლავთ ამდენ ადამიანს, მე კიდევ სხვანაირი სიყვარული და მიჯაჭვულობა მექნება აჭარასთან იმიტომ, რომ ნათლია ვხდები ამდენი ადამიანის. დიდად ვხარობთ, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დაიწყო აჭარელი ხალხის შემობრუნება ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ. მოგეხსენებათ, ამაში დიდი წვლილი, განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს აჭარა, ღმერთმა დალოცოს ყოველი თქვენგანი და დედაღვთისმშობლის ლოცვით და მეოხებით ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო”,_ განაცხადა აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შიო მესამემ.

banner
წინა სტატიაში“ვატო ყიფიანი გიორგი ფეიქრიშვილის საკანში არ შესულა”- პენიტენციური სამსახური
შემდეგი სტატიაზაზა ხატიაშვილი: დიტო ჩუბინიძის დაკავება საშიში პრეცედენტია, რომელიც ჟურნალისტის პროფესიას ანადგურებს