21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

შიო მესამემ უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები დალოცა

პატრიარქმა შიომ უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები დალოცა. ამის შესახებ ინფორმაციას და შეხვედრის ამსახველ ფოტოებს საქართველოს საატრიარქო ავრცელებს.

“ამა წლის 1 ივლისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში სსიპ – ქალაქ თბილისის 202-ე საჯარო სკოლის (უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა) მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები მიიღო.

შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა.

კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა ბავშვები, სკოლის დირექტორი ნათია გაჩეჩილაძე, მასწავლებლები, მშობლები და მათ სულიერ საკითხებზე ესაუბრა. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს მის უწმინდესობას გულთბილი მასპინძლობისთვის, მოსწავლეებმა კი ლექსები წაიკითხეს”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ირანის ბირთვული განიარაღება წარმატებით მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაქობულეთში ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა