21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

შიო მესამე: სამეგრელოს სილამაზისა და კულტურის შეცნობის გარეშე შეუძლებელია ქართული სულის გაგება

საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო მესამის ქადაგებას ავრცელებს,  რომელიც მან სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლინა.

პატრიარქმა მრევლს იოანე ნათლისმცემლის შობა მიულოცა და წმინდანის ცხოვრებასა და ასკეტურ ღვაწლზე ისაუბრა. მეუფე შიოს განმარტებით, იოანე ნათლისმცემლის ქადაგება მჭიდროდ არის დაკავშირებული სინანულის სწავლებასთან, რაც სულის გადარჩენის პირველი ნაბიჯია და ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მიჰყვებოდეს.

„წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ არ დაგვავიწყდეს – ეს დროებითი, მიწიური სიცოცხლე მხოლოდ მომზადებაა მარადიულისთვის, მომავალ სამსჯავროზე მოგვიწევს პასუხისგება თითოეული ფუჭად წარმოთქმული სიტყვისთვისაც კი…“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

შიო მესამემ ტაძრის დღესასწაულზე საუბრისას განსაკუთრებით გამოყო სენაკელების როლი ამ საკათედრო ტაძრის მშენებლობაში და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც პროცესში მონაწილეობდა, მათ შორის, მშენებლობის ორგანიზატორს, მღვდელ-მონაზონ ამბაკუმს. ამასთან, პატრიარქმა განსაკუთრებული სიყვარული გამოხატა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიმართ და აღნიშნა, რომ აქ მიღებული გამოცდილება მას დაეხმარა.

“მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთს, რომ აქ მომიწია მსახურება, ვინაიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ეპარქიაში; ვისწავლე თქვენთან ურთიერთობით და იმ დიდი წმინდანების მოხსენიებით, მათ ცხოვრებაზე მუშაობით, შესწავლით, რომლებიც იღვწოდნენ ამ წმინდა ეპარქიაში. მაგრამ ალბათ ვეცადე, შეძლებისდაგვარად მესწავლა მთავარი რამ. ეს არის ეშხი, სიყვარული, დიდი სილამაზე და კულტურა სამეგრელოსი, რისი ცოდნის გარეშეც შეუძლებელია დღეს შეიცნო ქართული სული, ჩვენი კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოსიც. ვმადლობ უფალს, რომ უფალმა ეს ყველაფერი მომცა და თქვენთან ერთად მამსახურა ამდენი წელი”,_ განაცხადა შიო მესამემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ფავლენიშვილი: რეფორმათა საბჭო უშუალოდ პარტიული ორგანო არ არის
შემდეგი სტატია“ნაციონალურ მოძრაობაში” თავმჯდომარის არჩევნები ყრილობის ჩატარების შემდეგ დაინიშნება