13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

შიო მესამე: როდესაც ცოდვას ვებრძვით, ჩვენს ჯვარს ვამსუბუქებთ — სწორედ ეს არის ქრისტესთან თანაზიარების გზა

სამების საკათედრო ტაძარში ჯვართამაღლების დღესასწაულზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ  ქადაგებისას ჯვრის ტვირთვასა და მის სულიერ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მრევლს დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ქრისტიანული ცხოვრება ცოდვებთან ბრძოლასა და განსაცდელების მოთმინებით ზიდვას გულისხმობს.

„ჯვარი ქრისტესი არ არის მხოლოდ ხისგან დამზადებული. არსებობს სულიერი ჯვარიც, რომელიც შედგება ადამიანთა ცოდვებისგან, განსაცდელებისგან, მწუხარებებისა და სნეულებებისგან. როდესაც ადამიანი ცოდვაში ჯიუტად რჩება, იგი თავის ჯვარს ამძიმებს, ხოლო როდესაც ცოდვას ებრძვის და ამარცხებს, მაშინ ამსუბუქებს მას. როდესაც მოთმინებით, სიმდაბლითა და ლოცვით ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, ეს აუცილებლად გახდება ჩვენი სულის მარგებელი“, — განაცხადა შიო მესამემ.

პატრიარქმა ხაზი გაუსვა, რომ ჯვრის თაყვანისცემით მორწმუნეები პირველ რიგში თაყვანს სცემენ ქრისტეს თავგანწირული სიყვარულისა და მკვდრეთით აღდგომის იმედს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები
შემდეგი სტატიაშიო მესამე: ეროვნული გამთლიანების გზა სიყვარულსა და ურთიერთპატიებაზე გადის